ნინო თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში პარიზის პარალიმპური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

03 სექტემბერი 2024

პარიზის პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი შეემატა - ნინო თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში (ხმალი - A კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში ტოკიოს პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა მისთვის მეორე პარალიმპურ თამაშებზეც შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მომავალი პრიზიორი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა, სადაც დამაჯერებლად - 15-5 დაამარცხა კორეელი კვონ ჰიუ კიონგი.

ასევე იოლი გამარჯვება (15-4) მოიპოვა ჰონგკონგელ შვდიგზის პარალიმპურ ჩემპიონ ელისონ იუ ჩუი ესთან და ნახევარფინალში გავიდა. ქართველ პარამოფარიკავეს ტოკიოს პარალიმპური თამაშების ჩემპიონის, ჩინელი გუ ჰეიანის სახით რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია. სამწუხაროდ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე თიბილაშვილი 6-15 დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა.

ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი (15-14), გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელ ბრიანა ვიდს შეხვდა და აქაც წარმატებას მიაღწია (15-11).
შედეგად, ნინო თიბილაშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი შეემატა.

3 აგვისტოს ასევე იასპარეზა ნაკრების გამოცდილმა წევრმა ირმა ხეცურიანმა (ხმალი - B კატეგორია).

სამწუხაროდ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა ოქროს მედლის მოპოვების შესაძლებლობა ნახევარფინალში ჩინელ რონ სიაოსთან დამარცხებით  (5-15) დაკარგა, საბოლოოდ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ, ხოლო მესამე საშეჯიბრო დღეს ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ.