სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

04 სექტემბერი 2024

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ პირველად გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის შედეგების შესახებ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. მოპოვებულია 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 206 ქვეყანას შორის დაიკავა 24-ე ადგილი, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა წარმატებულად შეაფასეს ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხდომაზე ისაუბრეს სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესიის შესახებ, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღმასკომი კვლავ შეიკრიბება და განისაზღვრება ჩატარების თარიღი.