ოლიმპიელებს და პარალიმპელებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ

13 სექტემბერი 2024

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთოსოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში
ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონო ძიუდოში
გენო პეტრიაშვილი - პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
გიგა ოჩხიკიძე - პარიზის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში)
ლაშა შავდათუაშვილი - სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ძიუდოში

ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში

ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში

გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ზურაბ ზურაბიანი - პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პარაძიუდოში

გიორგი ქალდანი - პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პარაძიუდოში

რევაზ ჩიკოიძე - პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პარაძიუდოში

ვლადიმერ ჭინჭარაული - პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პარასროლაში

ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი კრივში

გურამ თუშიშვილი - 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი

ვაჟა მარგველაშვილი - 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი

ნინო თიბილაშვილი - პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში

ინა ქალდანი - პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი პარაძიუდოში

ანა ჯაფარიძე - პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი პარატაეკვონდოში

აკაკი ჯინჭარაძე - პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი პარაწოლჭიმში

ლაშა გუჯეჯიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ამბაკო ავალიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

გურამ მოდებაძე - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

ლომერ ჟორჟოლიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

გიორგი იანტბელიძე - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

დავით ხურცია - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

გიორგი ასანიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ავთანდილ გახოკიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

ბეჟან ჭიჭინავა - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ილია ტლაშაძე - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

არჩილ ბარამიძე - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

გია ობოლაძე - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

ლევან ქობულაშვილი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

ალექსი ღვინიაშვილი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

კახა წიკლაური - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

მირზა ხაბარელი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

ლევან ქოჩიევი - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ბესიკ რაჯებაშვილი - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

მერაბ ბაზაძე - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

არჩილ უგულავა - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

შოთა გოჩიაშვილი - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ალექსანდრე გვასალია - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

დავით ილარიანი - საქართველოს პარამძლეოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ზაზა ხოსმაზარაშვილი - საქართველოს პარამსროლელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ლევან გერლიანი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

ვიქტორია გოგოლაშვილი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

სპარტაკ გორგაძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

დავით მანთიძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

მალხაზ მესხი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

გიორგი წასიძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობისა და პარასპორტის განვითარებისათვის გაწეული უდიდესი ძალისხმევისათვის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი ეტლით ფარიკაობაში, 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში საქართველოსა და ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ოლიმპიური თამაშების ათგზის მონაწილე, მსოფლიო რეკორდსმენი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა და სპორტული მიღწევებისათვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა:

ეთერ ასკილაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში

სანდრო ბაზაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ფარიკაობაში

ლაშა გობაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

ვლადიმერ გამყრელიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ლუბა გოლოვინა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბატუტზე ხტომაში

რამაზ ზოიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

რობერტ კობლიაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

ეთერ ლიპარტელიანი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში

შოთა მიშველიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში

გიორგი ნიკოლაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში

ანა ნიჟარაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში

გიორგი სარდალაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში

სოფიო სომხიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში

ნოე ფანცხავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში

დავით ქავთარაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარამძლეოსნობაში

ლაშა ყიზილაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარაძიუდოში

გიორგი ყუშიტაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი კრივში

ლია ჩაჩიბაია - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში

ირაკლი ჩხეიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში

გოდერძი ძებისაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ლიკა ხარჩილავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში

მამუკა ხაბარელი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი ესაკია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი

ივანე მეკრავიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი

რუსუდან აფციაური - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი

თეონა ომანაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

შალვა მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი ოკრიბელაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

რევაზ რევაზიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი

გიორგი მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი

თინათინ რევაზაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარალიმპიადის მისიის ატაშე

ნინო მეუნარგია - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

თინათინ ჯავახიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი

სოფიო გიორგიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი

თეიმურაზ ბახტურიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პერსონალური ასისტენტი

ირაკლი დაუშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს დამხმარე

უშანგი ზაალიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეტლით მოფარიკავეთა დამხმარე

ბექა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონის პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში) დამხმარე

ზურაბ კახაბრიშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი

ვახტანგ ღოლიჯაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

ავთანდილ ხმიადაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

ფირუზ ტუნაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი

ავთანდილ თელია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

გიორგი მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

თეიმურაზ მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

ვაჟა ომარაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

რუსლან ღიბრაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

ლაშა ღონღაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი

გიორგი ჭინჭარაული - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა. მოპოვებულია 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაო მედალი. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ქვეყანამ 206 ქვეყანას შორის დაიკავა 24-ე ადგილი, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.