წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველმა ჩემპიონ-პრიზიორებმა ზეთისხილის ხეები დარგეს

01 ოქტომბერი 2024

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს" (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით და საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის (ხელმძღვანელი იღუმენია თეკლე სიხარულიძე) ხელშეწყობით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებმა.

ღონისძიების მონაწილეები დალოცა და წარმატებები უსურვა ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე).

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.