თომას ბახი ოლიმპიურ ოჯახს მისი მემკვიდრის მიმართ თანადგომის თხოვნით მიმართავს

12 ოქტომბერი 2024

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხელახალი ვადით დარჩენაზე უარი თქვას, ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებს პასუხობს.

თომას ბახი IOC-ის პრეზიდენტის თანამდებობას მომავალი წლის ზაფხულში დატოვებს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მან უარი განაცხადა, ოლიმპიურ ქარტიაში ცვლილების შეტანის შეთავაზებაზე, რაც მას IOC-ის პრეზიდენტად დამატებითი ვადით დარჩენის საშუალებას მისცემდა.

"გთხოვთ, ჩემი მემკვიდრის მიმართაც ისეთივე თანადგომა და მეგობრობა გამოიჩინოთ, რომლითაც საბედნიეროდ, მრავალი წლის განმავლობაში მანებივრებდით," - ოლიმპიურ ოჯახს მოუწოდებს თომას ბახმა.

IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნებს 2025 წლის მარტში საბერძნეთის ოლიმპია უმასპინძლებს. ახალი პრეზიდენტი თავის მოვალეობას 2025 წლის ივნისიდან შეუდგება.

IOC-ის პრეზიდენტობის კანდიდატი შვიდია. კანდიდატთა შორის არის მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსიპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი, ფრანგი დავიდ ლაპარტიენტი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის პრინცი, ფეისალ ალ-ჰუსეინი და ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.