სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანტიდატად ლერი ხაბელოვი წარადგინა

15 ოქტომბერი 2024

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით სეოკ-ის საიუბილეო საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართება 2024 წლის 15 ნოემბერს. დამტკიცდა სესიის დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი (დებულება), რომელთა გაცნობა შესაძლებელია სეოკ-ის ვებგვერდზე -  ბმულზე გადასვლა

სეოკ-ის წესდების X თავის 1 და 1.1. მუხლების მოთხოვნათა დაცვით, უფლებამოსილ სუბიექტებს სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ 2024 წლის 5 ნოემბრამდე.

სეოკ-ის აღმასკომმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ბატონი ლერი ხაბელოვი.