ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ისტორიაში პირველად გრან-პრის სერიის ეტაპი მოიგო

10 ნოემბერი 2024

მეტელიკინა-ბერულავამ ისტორიულ შედეგს ტოკიოში, ფიგურულ ციგურაობაში, NHK Trophy-ს გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპზე მიაღწია.

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში 70.28 ქულა დაიმსახურეს და მხოლოდ მასპინძელთა წყვილს ჩამორჩნენ. ქართველმა მოციგურავეებმა საუკეთესოდ იასპარეზეს თავისუფალ პროგრამაში, სადაც მსაჯებისგან კარიერის და ტურნირის საუკეთესო შეფასება - 142.77 ქულა დაიმსახურეს. კარიერის საუკეთესო ქულები დააგროვეს მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც (213.05), რამაც მათ ოქროს მედლები და გრან პრის სერიის მეოთხე ეტაპის გამარჯვება მოუტანა.

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა წლის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულა, თებერვალში კი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.