სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

28 დეკემბერი 2024

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი შეხვდა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს ანტონიო და სილვას და ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ერკან იალჩინს. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელებს სტუმრობისთვის, ისაუბრა ჩვენი სპორტის ოლიმპიურ მიღწევებზე და სამომავლო ღონისძიებეზე, აღინიშნა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სხვადასხვა პროგრამებით კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობის მხარდაჭერას, შედეგების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო შეჯიბრებებში.

თავის მხრივ, ევროპის და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს სეოკ-ის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის, სპორტის საწყლოსნო სახეობების აქტიური მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობისთვის.