სანდრო ბაზაძემ ახალ სეზონში პირველი მედალი მოიპოვა

26 იანვარი 2025

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების გამოცდილმა წევრმა პლოვდივში, მსოფლიო თასზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს 15-11 მოუგო, შემდეგ გერმანელ მეტოქეს 15-8 აჯობა. მერვედფინალში ასევე გერმანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა 15-10. დაძაბული მეოთხედფინალური შეხვედრა სანდრომ ერთი ქულით -15-14 მოუგო ტუნისელ ფარეს ფერჯანის, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევარფინალში 13-15 დამარცხდა მომავალ გამარჯვებულთან, კორეელ სან გუკისთან და საბოლოოდ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.