ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

02 მარტი 2025

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში პირველი ადგილი დაიკავეს და 191.01 ქულით ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.

აღსანიშნავია, რომ მეტელკინა და ბერულავა ზედიზედ მეორედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები იუნიორთა შორის, ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. მან კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა იუნიორთა შორის.