სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

21 მარტს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს საქართველოში 2025 წლის 9-16 თებერვალს ჩატარებული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.
აღინიშნა, რომ საქართველოში ევროპის ზამთრის ახაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე და პოზიტიური შეფასება მიიღო როგორც სპორტსმენების, მწვრთნელების, ოფიციალური პირების, ისე ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ახლახან გამართული ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის მონაწილეების მხრიდან.
სეოკ-ის აღმასკომს მიაჩნია, რომ ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება განაპირობა საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, თბილისისა და ბაკურიანის მართვის ადგილობრივი ორგანოების მხარდაჭერამ, სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივმა, მიზანმიმართულმა და შედეგებზე ორიენტირებულმა საქმიანობამ.
ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სპორტის 8 სახეობიდან საქართველო სპორტის სამ სახეობაში 8 სპორტსმენით მონაწილეობდა და ევროპის 45 ქვეყანას შორის დაიკავა მე-15 ადგილი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიის მანძილზე (1995 წლიდან 16 ფესტივალი) ქართველმა სპორტსმენმა (ინგა გურგენიძე - ფიგურული ციგურაობა) პირველად მოიპოვა ოქროს მედალი, რაც შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის შედეგია.
სხდომაზე მიღებული იქნა ცნობად, რომ 2025 წლის ბოლოს სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე მოსმენილი იქნება დაწვრილებითი ანგარიში საქართველოში ჩატარებული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ და ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის წარმოდგენილი იქნება კონკრეტული წინადებები.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (ივლისი, ჩრდილოეთ მაკედონია) ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველო ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სპორტის 9 სახეობაში.
ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ესაკია (სეოკ-ის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი).
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
დამტკიცდა სეოკ-ის 2025 წლის ბიუჯეტი და სეოკ-ის კომისიების შემადგენლობა.
სეოკ-ის კომისიები
ოლიმპიური განათლებისა და კულტურის კომისია
1. პაატა ნაცვლიშვილი (თავმჯდომარე)
2. გიგა გვენცაძე
3. ლელა აფციაური
4. გურამ ძაგანია
5. თამარ ბალავაძე
ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან მუშაობის კომისია
1. ირაკლი დოლაბერიძე (თავმჯდომარე)
2. სალომე ფაჟავა
3. მერაბ რატიშვილი
4. მარიამ ინაშვილი
5. სოფიო ახმეტელი
ეთიკის კომისია
1. ნონა გაფრინდაშვილი (თავმჯდომარე)
2. რუსუდან სიხარულიძე
3. ვლადიმერ ნუცუბიძე
4. თენგიზ გაჩეჩილაძე
5. არჩილ გოგელია
დოპინგთან ბრძოლისა და სუფთა თამაშების
უზრუნველყოფის კომისია
1. თეიმურაზ უკლება (თავმჯდომარე)
2. ფირუზ ტუნაძე
3. ირაკლი თავაძე
4. გიორგი ჭინჭარაული
5. მარიამ დუნდუა
ვეტერანებთან მუშაობისა და სპორტსმენთა პოსტკარიერული ადაპტირების ხელშემწყობი კომისია
1. რევაზ რობაქიძე (თავმჯდომარე)
2. გელა კეტაშვილი
3. რუსუდან აფციაური
4. გიორგი კერესელიძე
5. რუსუდან ხოფერია
ოლიმპიური სპორტი და გარემოს დაცვის კომისია
1. ზურაბ ბერუკაშვილი (თავმჯდომარე)
2. გიორგი გეგეჭკორი
3. რუსუდან მურადაშვილი
4. გვანცა მიქელაძე
5. გიორგი გიორგაძე
სეოკ-ის ქალთა სპორტის განვითარების კომისია
1. თამარ ბალავაძე (თავმჯდომარე)
2. ლალი ზერეკიძე
3. ქეთევან ჩიგოგიძე
4. გია თენაძე
5. ირინა აჩბა
სეოკ-ის აღმასკომის სხდომაზე ასევე განიხილეს ოლიმპიური მოძრაობის სხვა აქტუალური საკითხები.