საქართველოს პარა-ძიუდოს ნაკრებმა გუნდმა მსოფლიო თასზე შვიდი მედალი მოიპოვა

26 მარტი 2025

„თბილისი არენაზე" დასრულდა პარა-ძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება, სადაც ქართველმა პარა ძიუდოისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მოიპოვეს შვიდი მედალი.

მსოფლიოს თასზე -70 კგ წონით კატეგორიაში შედგა ქართული ფინალი: გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონობა ასევე იზეიმეს საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (-95 კგ).

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ.), ლაშა ყიზილაშვილმა (-95 კგ.) და ბაჩუკი შელიამ (-81 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელმა, საქართველოდან ასპარეზობდა 12 სპორტსმენი.

მსოფლიო თასის დასკვნით დღეს ფინალურ შეხვედრებს დაესწრო და დაჯილდოების ცერემონალიაში მიიღო მონაწილეობა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

საერთაშორისო ტურნირს პარა ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარა ათლეტები იღებდნენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობდა და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.