საქართველოს ნაკრების წევრთა ოლიმპიური ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში

ფიგურულ ციგურაობაში ბოსტონის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების დამატებითი ლიცენზიები მოიპოვა. ამ მხრივ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს კაცთა ერთეულებში წარმატებული ასპარეზობა ჰქონდა ნიკა ეგაძეს, სპორტულ წყვილებში კი - დიანა დევისის და გლებ სმოლკინს.
ნიკა ეგაძე კაცთა ერთეულებში 39 მონაწილეს შორის 263.03 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა და დიდ კონკურენციაში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზია მოუპოვა.
საქართველოს ნაკრებს ასევე ოლიმპიური ლიცენზია მოუპოვა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის სპორტულმა წყვილმა. საქართველოს წარგზავნილებმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად 190.50 ქულა დაიმსახურეს და 36 წყვილს შორის მეათე ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონატის დებიუტში XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა. ჩვენი მოციგურავეები ახლოს იყვნენ საპრიზო ადგილთანაც, მაგრამ ამისთვის ერთი საფეხური დააკლდათ.
ერთადერთი დისციპლინა, სადაც ჯერჯერობით ლიცენზიის გარეშე ვართ, ეს ქალთა ერთეულებია. სამწუხაროდ, ანასტასია გუბანოვასთვის ბოსტონის მსოფლიო ჩემპიონატი უიღბლო გამოდგა. მას საგზურისათვის ბრძოლა დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს, რომელიც სექტემბერში, პეკინში გაიმართება.