ედიშერ მაჩაიძე ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს.
ბრატისლავაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, აღმასკომის წევრთა არჩევნებში მიღებული ხმებით ერთ-ერთი მოწინავე იყო. მასზე არჩევანი 22-მა დელეგატმა შეაჩერა.
ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტი შედგება 7 წევრისგან.
აღსანიშნავია, რომ ედიშერ მაჩაიძე საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში პირველია ვინც ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ედიშერს მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.