ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

08 აპრილი 2025

8 აპრილს, ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

სტუმრებს მუზეუმში უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ოლიმპიურ და სპორტულ თემატიკაზე მრავალი წიგნის და გამოცემის ავტორმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ოლიმპიზმის ისტორიისა და ქართული სპორტის წარმატებების, ჩვენი ოლიმპიური მედალოსნების შესახებ.

მუზეუმში წარმოდგენილი მასალები ძველი და ახალი წყაროების ერთგვარი ნაზავია და დამთვალიერებლებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუთხრობს ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.