გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რამინ შამილიშვილმა - ბრინჯაოსი

14 აპრილი 2025

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები კიშინიოვში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა. ქართველმა ძალოსნებმა, ჩემპიონატის დებიუტშივე მედლები მოიპოვეს.

შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა ორჭიდში ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის მედლის მფლობელ რამინ შამილიშვილს (55 კგ). უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა ატაცში 109 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. გაცილებით უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 134 კილოგრამის დამორჩილებით ბრინჯაოს მედალი ერგო. ასევე ბრინჯაოს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 243 კილოგრამით.

კვარცხლბეკზე სამჯერ ასვლა შეძლო გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ). ატაცში ევროპის ადრინდელი ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა, საწყის მოძრაობაში, ატაცში 123 კილოგრამი დაძლია და მესამე ადგილზე გავიდა. ვერცხლის მედალი დაიმსახურა აკვრაში, სადაც 153 კილოგრამი დაიმორჩილა, ასევე ვერცხლის მედალი მიიღო ორჭიდში დაგროვილი 276 კილოგრამით.