ქართველები ევროპის ჩემპიონატზე
21 იანვარი 2013
22 იანვარს ზაგრებში სტარტს იღებს ევროპის ჩემპიონატი ფიგურალ ციგურაობაში, სადაც სხვებთან ერთად ქართველი სპორტსმენებიც გამოვლენ.
ხორვატიის დედაქალაქში 23 იანვარს ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას მოცეკვავეთა წყვილი ისპარზებს, ხოლო 25 იანვარს ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით ჩაერთვება და შეეცდება შედეგის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ჯაფარიძე დიდი ხნის მანძილზე ამერიკელ ალისონ რიდთან ერთად ქმნიდა დუეტს და მათ ვანკუვერის ოლიმპიადაზეც მოსინჯეს ძალები, თუმცა 2011 წელს ეს წყვილი დაიშალა.
ელენე გედევანიშვილს ამჟამად ბრაიან ორსერი ავარჯიშებს. მწვრთნელმა და შეგირდმა ევროპის ჩემპიონატისთვის ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები - ჯონ უილიამსის "შინდლერის სია" და ლეონ მინკუსის "დონ კიხოტი" მოამზადეს, რამაც გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
აქვე დავძენთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ქართველი მსაჯიც იქნება - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი სალომე ჩიგოგიძე.