ჯაფარიძე - ტელეგინას დუეტი მეორე ეტაპზეა
24 იანვარი 2013
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ფიგურალ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც პირველი შეჯიბრება სპორტულ ცეკვებში გაიმართა. ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას დუეტმა მოკლე პროგრამაში დამაჯერებლად იასპარეზა და 44.94 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა 25 იანვარს თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობისთვის. საერთო ჯამში კი მეორე ეტაპზე 20 წყვილი გადავიდა.
26 წლის ოთარ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ვარჯიშობს. იგი ანგელინა ტელეგინას შარშან მაისში შეუწყვილდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზური მათ ბრატისლავისა და ზაგრების სალიცენზიო ტურნირებზე მოიპოვეს.