ანონსი

20 აპრილი 2022

 

 

21 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის

      აღმასკომის 2022 წლის 21 აპრილის სხდომის

 

დღის წესრიგი

 

1.     ქალების ჩართულობა მაღალი მიღწევების სპორტში, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაციის რაოდენობრივი ზრდისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ფაქტორი.

2.     ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (24-30 ივლისი, 2022 წ, სლოვაკეთი) მზადების მიმდინარეობის შესახებ.

3.     საქართველოში 2017-2020 წლებში ოლიმპიური სოლიდარობის განხორციელებული პროექტების ეფექტურობის შესახებ.

4.     ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ.

5.     სეოკ-ის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ.

6.     ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 70 წლისთავის აღსანიშნავად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

7.     სხვადასხვა.