სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები

27 აპრილი 2022

 

 

 

2022 წლის  ივნისიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გეგმავს სპორტის მენეჯმენტის კურსების განახლებას.

მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები:

  • საქმიანობა სეოკ-ის მიერ აღიარებულ ზაფხულის ან ზამთრის სპორტის ეროვნულ ფედერაციაში
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
  • საკმარისი თავისუფალი დრო სემინარებში მონაწილეობისა და დისტანციური სწავლებისთვის
  • სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებისა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვის სურვილი

შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები წინასწარ  გასაუბრებას/კონსულტაციებს გაივლიან პროგრამის დირექტორთან.

რას წარმოადგენს სპორტის მენეჯმენტის  კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები   საშუალებას აძლევს  სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია მენეჯმენტის საკითხებზე და შეისწავლონ სპორტული ორგანიზაციების მართვის (MOSO)  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა , რომელიც 2020 წელს განახლდა სოკ-ის მიერ.

რას მოიცავს კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

  • ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა
  • სტრატეგიული მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • მარკეტინგი
  • მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება

კურსი მოიცავს თითოეულ  თავის ზოგად პრეზენტაციას და დისკუსიას, დარჩენილი დრო კი დაეთმობა დისტანციურ სწავლებას, რომელიც გულისხმობს „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის"-(„ Managing  Olympic Sport Organizations-MOSO ") სახელმძღვანელოში განხილული თემების   გაცნობას და წერილობითი ანგარიშის მომზადებას. კურსს წარუძღვებიან სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, ექსპერტები და კურატორები.

რა როლს თამაშობს  MOSO  სახელმძღვანელო კურსის ორგანიზებაში?

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" -(„Managing  Olympic Sport Organizations ") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია  მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის  თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

 წიგნის გამოყენებით, მონაწილემ უნდა შეძლოს განსაზღვრა, თუ რა არის მიზანშეწონილი მისი ორგანიზაციისთვის და გამოიყენოს ინფორმაცია  მისი ორგანიზაციის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?

უმაღლესი სპორტის მენეჯმენტის კურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალისტები, ეროვნული ფედერაციები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოლიმპიური სპორტის განვითარებაზე.

მონაწილეები კურსის პერიოდში შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, ასევე წერილობითი ანგარიშისა და პრეზენტაციების სრულყოფილად მომზადებასა და წარდგენას.

  • ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების ანაზღაურებადი ან მოხალისე მენეჯერები.

მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ სრული მხარდაჭერა  ხელმძღვანელებისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ კურსის მოთხოვნებს.

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, სპორტული ორგანიზაციის დასახელება, დაკავებული პოზიცია, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი  შემდეგ  ელექტრონულ ფოსტაზე- info@geonoc.org.ge

განაცხადების  წარდგენის  ბოლო  ვადაა 2022 ლის  25 მაისი.