ანონსი

19 დეკემბერი 2023

 

 

22 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" (ილია ჭავჭავაძის გამზირი 37 მ) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან.

სესიის დასრულების შემდეგ 14:30 საათზე გაიმართება 2023 წლის სპორტული შედეგებით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა  დაჯილდოების ცერემონიალი.