ხელოვნურ ინტელექტს ტოკიო 2020-ის უკეთ წარმოსაჩენად უხმობენ

25 ივნისი 2018

ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ოლიმპიური გამოცდილების გამდიდრებას განიხილავენ.

Intel-ი (ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერის ინტეგრირებული ნაწილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპონსორული პროგრამის ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია. იგი ტოკიოს თამაშების უკეთ წარმოსაჩენად დაინტერესებულ მხარეებს იდეების შემოთავაზებისკენ მოუწოდებს.

„პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილეთ ტექნოლოგიის ძალა, რომელმაც მთელი მსოფლიოდან შთამბეჭდავად მოიზიდა გულშემატკივრები და ათლეტები, - ამბობს IOC-ის ტელევიზიისა და მარკეტინგული სამსახურის მმართველი დირექტორი ტიმო ლუმე, - ახლა  გვაინტერესებს, როგორ გამოიყენებს Intel-ი ხელოვნურ ინტელექტს ტოკიოს 2020 წლის თამაშების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, სადაც გულშემატკივრები და ათლეტები ისე იქნებიან ჩართული, როგორც არასდროს".

საინტერესო იდეის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ საპრიზო ფონდიდან გარკვეული თანხა გამოიმუშაონ.