სამარანჩმა „პეკინი-2022"-ს მოუწოდა, ჩაატარონ არა ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ოლიმპიური თამაშები, არამედ „გონივრული თამაშები"

18 სექტემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ესპანელმა ხელმძღვანელმა ხუან ანტონიო სამარანჩმა (უმცროსი) პეკინი 2022-ის მასპინძლებს მოუწოდა, ჩაატარონ არა ყველაზე დიდი და ძირადღირებული ოლიმპიური თამაშები, არამედ „გონივრული თამაშები".

სამარანჩი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ პეკინში.

ესპანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თამაშები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის „დღის წესრიგი 2020-ის" თანახმად.

„დღის წესრიგი 2020"-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ოლიმპიური თამაშების ხარჯების შემცირება.