ლოზანა-2020 ოლიმპიური სოფელი სტუმრების მისაღებად ემზადება

06 სექტემბერი 2019

შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილის ყველაზე სწრაფი სპორტსმენი, მძლეოსანი სარა აჩო ათლეტთაგან პირველია, ვინც ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის აგებულ ოლიმპიურ სოფელს ეწვია.

70-ზე მეტი ქვეყნის 15-დან 18 წლამდე 1880 სპორტსმენი ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე განთავსდება საგანგებოდ თამაშებისთვის აგებულ ლოზანის უნივერსიტეტის (UNIL) კამპუსში.

ზამთრის ახალგაზრდული თამაშების დასრულების შემდეგ, რკალის ფორმის ახალი შენობა, სახელად Vortex გადაეცემათ UNIL-ის სტუდენტებსა და მასწავლებლებს. ლოზანა-2020-ის მასპინძლები ხაზს უსვამენ შენობის ეკოლოგიურობას.

ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაისად, 9-22 იანვარს გაიმართება და მასში მედლები გათამაშდება ბიათლონში, სათხილამურო რბოლებში, ჰოკეიში, სამთო თხილამურობაში, ფიგურულ ციგურაობაში, სათხილამურო ორჭიდში, შორტ-ტრეკში, ციგურებით რბენაში, ტრამპლინიდან ხტომაში, ბობსლეიში, სკელეტონში, ციგაობაში, კერლინგში, ფრისტაილში, სნოუბორდში და სკი-ალპინიზმში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ოლიმპიელთა ერთი ნაწილი ლოზანიდან დაახლოებით 400 კილომეტრის დაშორებით, სენტ მორიცში იცხოვრებს, სადაც უმასპინძლებენ ბობსლეისტთა, მოციგავეთა, სკელეტონისტთა და ციგურებით მორბენალთა ასპარეზობებს.