გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრან სლემი მოიგო

21 ოქტომბერი 2022

აბუ დაბის გრან სლემი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის შედეგიანად დაიწყო. გიორგი სარდალაშვილმა უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო.

მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა  ისრაელელ, ფრანგ, თურქ და აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეებთან და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის მფლობელმა და ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა სარდალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანელ იუნ ვეი იანგთან ვაზარი დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.