საქართველოს 20 და 23- წლამდელ ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში 51 მედლით დაბრუნდა

04 აგვისტო 2023

საქართველოს 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების  მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა: ორივე ასაკობრივმა ჯგუფმა ორჭიდის ჯამში 9 ოქროს მედალი მოიპოვა. მათ შორის 3 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი გოგონათა ნაკრების (20- წლამდელები) ანგარიშზეა.

ვაჟებში 23-წლამდელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო 20-წლამდელებმა - მეორე. მთლიანობაში ჩვენი ძალოსნების მონაგარმა (გოგონებში და ვაჟებში) 51 მედალი შეადგინა.

20-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ მარიამ მაისურაძე (49 კგ), ნათია გადელია (81 კგ) და მარიამ მურღვლიანი (87 კგ).

ვაჟებიდან ჩემპიონობა მოიპოვეს საბა ასანიძემ (81 კგ), გიორგი კირვალიძემ (109 კგ) და გერვასი თაბაგარმა (96 კგ). ვერცხლის მედალი ერგოთ გურამ ვეკუას (102 კგ) და ზურაბ მსხალაძეს (81 კგ).

ამავე ასაკობრივ ჯგუფში ვერცხლის მედლები მოიპოვეს თორნიკე ლომთაძემ (96 კგ - აკვრა), ნიკა ესართიამ (81 კგ - ატაცი), გიგა ოდიკაძემ (61 კგ - ატაცი). აკვრაში ბრინჯაო ერგო გიორგი ხარაზიშვილს (73 კგ - აკვრა).

23-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ გურამ გიორბელიძე (67 კგ), ზაზა ლომთაძე (109 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ). ვერცხლის მედლები ერგოთ კახი ასანიძეს (73 კგ) და ირაკლი გობეჯიშვილს (96 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ევროპის ჩემპიონატი ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ), არჩილ მალაყმაძემ (73 კგ) და მიხეილ ადამიამ (+109 კგ).

ატაცში ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა აკაკი ტალახაძემ (109 კგ).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ შთამბეჭდავ წარმატებას ულოცავს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას.