ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა

22 სექტემბერი 2023

საქართველოს კაც ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბაქოს გრან სლემის პირველი დღე უშედეგო გამოდგა,  სამაგიეროდ, შედეგიანად დაიწყო გამოსვლა ქალთა ნაკრებმა - ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალში იასპარეზა.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლიპარტელიანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბრაზილიელი, ფრანგი და პორტუგალიელი მეტოქეები. ნახევარფინალში ორი ვაზარით აჯობა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე  დარიან კურბონმამადოვას. ოქროს მედლისთვის ქართველი ძიუდოისტი კოსოვოელ ოლიმპიურ ჩემპიონს ნორა გიაკოვას დაუპირისპირდა,  ვაზარით წააგო და კვრაცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.