ალექსანდრე ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

07 ოქტომბერი 2023

ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ოდიველაში (პორტუგალია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან წარმატებას მიაღწია ალექსანდრე ლოლაძემ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლოლაძე შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო აშშ-ის წარმომადგენელს, ბრაზილიელ  და ჩეხ მეტოქეებს. ნახევარფინალში ვაზარით დაამარცხა იაპონელი ნაოტო იზავა, მაგრამ ფინალში იპონით დამარცხდა იაპონელ კაიტო ამანოსთან და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.