ვერცხლი და ბრინჯაო ოლიმპიადის ბოლოსწინა დღეს

11 აგვისტო 2012

დავით მოძმანაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მძიმე წონის ფინალში ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა მოჭიდავემ სეტისწაუგებლად მიაღწია ფინალს, დაამარცხა მექსიკელი, ყაზახი და რუსი მოწინააღმდეგეები, ფინალში ძალზე ძლიერი და ტიტულოვანი მეტოქე შეხვდა უზბეკი არტურ ტაიმაზოვის სახით.

პირველ სეტში ორივე მოჭიდავე ფრთხილობდა და ძირითადი ორი წუთი 0:0 ანგარიშით ჩამთავრდა. ტაიბრეიკში მოძმანაშვილს გაუმართლა და მეტოქის ფეხში თავისუფალი ჩავლების უფლება ერგო, მაგრამ ვერ გამოიყენა და სეტი უზბეკმა მოიგო.

მეორე პერიოდში მოძმანაშვილი გააქტიურდა, თუმც ტაიმაზოვმა მისი ხალიჩიდან გადაყვანა შეძლო და ამ ერთადერთი ქულის წყალობით ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

84 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი სანახაობრივი ჭიდაობით გამოირჩა ლონდონის ოლიმპიადაზე და ოთხივე შეხვედრაში მრავლად გაუკეთა ილეთები, თუმც მეოთხედფინალში ყურადღების მოდუნება პუერტორიკოელ ხაიმე ესპინალთან მარცხად დაუჯდა.

არცთუ ცნობილმა პუერტორიკოლემა ბედად ნახევარფინალში სოსლან გაციევი დაამარცხა, ფინალში გავიდა და ამით მარსაგიშვილს ბრინჯაოსკენ გზა გაეხსნა. მანაც ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ჯერ იოლად დაამარცხა ნიგერიელი მოწინააღმდეგე, ბრინჯაოს ფინალში კი ძალზე იოლად 3:0, 3:1 აჯობა გაციევს