გედევანიშვილი ზაგრებში მეთოთხმეტეა

27 იანვარი 2013

ფიგურალ ციგურაობაში ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა ზაგრებში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე არცთუ ისე წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ მეთოთხეტე ადგილს დასჯერდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მეთექვსმეტე პოზიციაზე იყო და მოქინაცე ათეულში მოხვედრის მცირე შანსიღა ჰქონდა დარჩენილი. თავისუფალ პროგრამაში ელენემ უკეთ იასპარეზა და მეთერთმეტე შედეგი აჩვენა.

ევროპის ჩემპიონი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მეხუთედ მოიპოვა.