ახალი ამბები

11 ოქტომბერი 2026

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე შერეულ გუნდურ ასპარეზობას დაეთმო. საქართველოს ნაკრები ტურნირში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

09 ოქტომბერი 2026

ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს, ილია სულამანიძის (-100 კგ) ასპარეზობით საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მედალი მოიპოვა

07 ოქტომბერი 2026

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მედლების მონაგარი გაიზარდა. ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მსოფლიო ჩემპიონატების მეექვსე მედალი მოიპოვა

06 ოქტომბერი 2026

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა. ქალთა ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), მისთვის ზედიზედ მეორე ფინალში იასპარეზა

05 ოქტომბერი 2026

ოლიმპიურ ჩემპიონებს - ლერი ხაბელოვს და ნინო სალუქვაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა

04 ოქტომბერი 2026

გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში სტარტი აიღო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც 93 ქვეყნის 600-ზე მეტ ძიუდოისტს შორის საქართველო 13 სპორტსმენით იასპარეზებს, მათ შორის ოთხი ქალთა ნაკრების წარმომადგენელია

03 ოქტომბერი 2026

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა „თრიალეთის თასზე" ოქროს მედალი დაისაკუთრა

ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირი - „თრიალეთის თასი".ჩელენჯერის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა წყვილთა ასპარეზობაში, სადაც საქართველო ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილით იყო წარმოდგენილი

02 ოქტომბერი 2026

ნიკა ეგაძე და დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი „თრიალეთის თასის" გამარჯვებულები არიან

ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე -„თრიალეთის თასზე", რომელსაც ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა

01 ოქტომბერი 2026

ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი - ,,თრიალეთის თასი"

ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში სტარტი აიღო „თრიალეთის თასმა" - ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობს 21 ქვეყნის 100-მდე მოციგურავე, ტურნირზე სრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი

28 სექტემბერი 2026

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

პარაძიუდოში, თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 44 ქვეყნის 300-ზე მეტმა პარაათლეტმა იასპარეზა, საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია