საყმაწვილო ენციკლოპედიის პრეზენტაცია საგარეჯოს "კულტურის სახლში"

პარასკევს, 23 ოქტომბერს 14:00 საათზე საგარეჯოს "კულტურის სახლში" გაიმართება საყმაწვილო ენციკლოპედიის - "მოგზაურობა ოლიმპეთში" პრეზენტაცია. ეს წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ის) ეგიდით და უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და ბიბლიოთეკას.
პრეზენტაციას დაესწრებიან იმერეთის კახეთის საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის წარმომადგენლები და სხვა სახელოვანი ქართველი სპორტსმენები.