ზიზიგმუნდ ზილბერშტეინი 50

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ცნობილ მძლეოსანს, 19 წლის განმავლობაში საქართველოს უცვლელ ჩემპიონს საშუალო და გრძელ მანძილზე რბენაში, საქართველოს რეკორდსმენს 5 000 მეტრზე რბენაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის მონაწილეს ზიზიგმუნდ ზილბერშტეინს 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ზიზიგმუნდს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
18 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში იუბილარს შეხვდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. ზიზიგმუნდ ზილბერშტეინი დაჯილდოვდა ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლით და საპატიო დიპლომით, ასევე გადაეცა 34-წიგნიანი კრებული "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" და პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეული _ "ხუთი რგოლი საქართველოსთვის."