ოლიმპიური კომიტეტის ღრმა მწუხარება
საქართელოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ოლიმპიური ჩემპიონის ქალბატონ მედეა(მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი მზია გახლდათ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი სპორტულ ტანვარჯიშში , სსრკ-ს რვაგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონ მზიას ოჯახს.