მედლების წვიმა სპორტის სასახლეში

30 იანვარი 2012

ამ უქმეებზე სპორტის სასახლეში დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებამ ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით ჩაიარა. თბილისში 44 ქვეყნის კიმონოისტებმა მოიყარეს თავი და ტურნირიც საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა. საერთო ჯამში პეტერ ზაიზენბახერის გაწთვრნილებმა 7 წონითი კატეგორიიდან 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ბეთქილ შუკვანი (60კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) ავიდნენ. ვერცხლს ზვიად ხანჯალიაშვილი (+100კგ), სოსო მსხალაძე (100კგ), ბექა ღვინიაშვილი (81კგ), სანდრო იაკობაშვილი (66კგ) და თენგიზ პაპოშვილი (73კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოთი მკერდი ზებედა რეხვიაშვილმა (73კგ), ზურაბ ზვიადაურმა (90კგ), ლევან წიკლაურმა (81კგ) და ირაკლი კობლიანიძემ (100კგ) დაიმშვენეს.

თბილისის მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობა ქართველი ძიუდოისტების სალიცენზიო რეიტინგზეც დადებითად აისახება.

თებერვლის თვქეში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პარიზის, დიუსელდორფის, ობერვარტისა და პრაღის საერთაშორისო ტურნირები ელით.