„სპორტი და გარემო"

09 ივნისი 2016

 

 

14 ივნისს, 10:00 საათზე,საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში(მაჩაბლის ქ. 11, მე-3 სართ. საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება სოკ-ის მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარი „სპორტი და გარემო".

სემინარი მიზნად ისახავს გარემოსა და სპორტის აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და განხილვას. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ამ სფეროში წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც განიხილავენ სპორტთან მიმართებაში დღევანდელ გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებს და გაგვიზიარებენ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.
სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.