ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის რჩეულები დააჯილდოვა
02 თებერვალი 2012
1 თებერვალს სეოკ-ის შტაბ-ბინაში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სხვადასხვა ნომინაციებში 2011 წლის რჩეულები დააჯილდოვა.
საუკეთესოები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის სპორსტმენად მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა დასახელდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი და შესაბამისად ლონდონის ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. საუკეთესო მწვრთნელებად მშვილდოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კორეელი ან ჰეიუნგ სეიუნგი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დამრიგებელი ზაზა თურმანიძე დასახელდნენ. საუკეთესო რეგიონად სეოკ-მა აჭარა მიიჩნია, მეცენატად კი საქველმოქმედო ფონდ „ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.
რაც შეეხება გუნდს აქ არჩევანი კალათბურთელთა და მორაგბეთა ნაკრებებს შორის გაკეთდა და სეოკ-ის გადაწყვეტილებით უპირატესობა მორაგბეებს მიენიჭათ. სეოკ-ის რჩეული ჟურნალისტი საზოგადოებრივი რადიოსა და ყოველდღიური სპორტული გადაცემის „ესტაფეტის" წამყვანი ელენე ბილიხოძეა, ხოლო ნომინაციაში ოლიმპიური იმედი
ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გაიმარჯვა.






