პირველი გუნდური ადგილი ობერვარტში
13 თებერვალი 2012
ამ უქმეებზე ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დასრულებულ მსოფლიოს თასზე ძიუდოში 68 ქვეყნის კიმონისტებმა მოიყარეს თავი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიაში შესანიშნავად იასპარეზა და პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.
ობერვარტის ტატამზე პეტერ ზაიზენბახერის შეგირთთაგან ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი (60კგ) და ლევან წიკლაური (81კგ) გახდნენ, რომელბმაც მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს და დამსახურებულადაც ავიდნენ კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე. თავისი წილი მედლები მოიპოვეს მძიმეწონოსნებმა ადამ ოქრუაშვილმა და ზვიად ხანჯალიაშვილმა. პირველმა ვერცხლი, ხოლო მეორემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
მომდევნო შაბათ-კვირას 18-19 თებერვალს ქართველ ძიუდოისტებს დიუსელდორფის გრან-პრი ელით და იმედია იქაც წარმატებით გაგვახარებენ.






