2017 წლის 7 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) მეორე სემინარი
05 აპრილი 2017
ASMC -ის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 27 თებერვალს ორგანიზებულ პირველ შეხვედრაზე კურსების მონაწილეებმა მოისმინეს სეოკ-ისა და მოწვეულ ექსპერტთა პრეზენტაციები სპორტული მენეჯმენტის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის - ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება და სხვა.
განვლილი პერიოდი დაეთმო მიწოდებული მასალის შესწავლას MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემების მიხედვით და საკუთარი პრეზენტაციების მომზადებასა და დამუშავებას.
კურსების მონაწილეები - სხვადასხვა სპორტული ფედერაციებს სპორტის ადმინისტრატორები, მწვრთნელები, ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოხალისეებიმე-2 სემინარზე წარმოადგენენ მათ მიერ მომზადებულ თემებს Power Points-ში და გაგვიზიარებენ ინფორმაციას სპორტული ორგანიზაციების შესახებ. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სპორტის ექსპერტთა ლექციებს, ხოლო მეორე ნახევარი - მონაწილეთა პრეზენტაციებს.
მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.
წარმატებულს კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სოკ-ის დიპლომები.



