სეოკ-ის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ ლონდონის 2012 და ევროპის ოლიმპიური ფესტივალისადმი „თბილისი-2015“ ღონისძიებები დასახა

17 თებერვალი 2012

საინტერესო ღონისძიებებს ახორციელებს რეგიონში იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია (თავმჯდომარე - რევაზ რობაქიძე). ლექციათა თემატიკა „სპორტი და ოლიმპიზმი" რომელს ჩატარებასაც თვით რევაზ რობაქიძე უძღვება მოიცვა ქუთაისის სპორტულ გაერთიანებაში შემავალი ყველა სპორტული სკოლა, ლექციების ჩატარების პარალელურად სპორტულ სკოლებში მიმდინარეობს მხატვართა კონკურსი „მე მომავალი ოლიმპიელი ვარ". ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად ტარდება ლიტერატურული კონკურსი თუ როგორ წარმოუდგენით ახალგაზრდა მკითხველებს ოლიმპიური სამყარო და საკუთარი თავი ოლიმპიურ მოძრაობაში. კონკურსის თემებია:

1. ოლიმპიური თამაშები ჩვენს უბანში.
2. ოლიმპიური ცეცხლი მყინვარწვერზე.
3. ოლიმპიური ჩემპიონი ჩემს ცხოვრებაში.

მხატვართა და ლიტერატორთა კონკურსში გამარჯვებულებს ქუთაისის მერია, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაცია ქუთაისის ქალაქობის დღესასწაულზე -2 მაისს დააჯილდოვებენ სპეციალური პრიზებით.