ტრიუმფი დიუსელდორფში
20 თებერვალი 2012
წარმატებული გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის ამ უქმეებზე დიუსელდორფში დასრულებული დიდი პრიზის გათამაშება, სადაც პეტერ ზაიზენბახერის გაწრთვნილებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველ დღეა კვარლცხბეკზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბეთქილ შუკვანი ავიდა, რომელიც წლეულს შესანიშნავ ფორმაშია. თბილისის ტურნირის მოგების შემდეგ მან ანალოგიური შედეგი ავსტრიის მსოფლიოს თასზეც გაიმეორა, ხოლო დიუსელდორფში ჩემპიონობას სულ ცოტა დააკლდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ტურნირის მეორე დღეს შუკვანის ბრინჯაოს მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) სულაც ოქროს მედალი შეჰმატეს და საქართველოს ნაკრებმაც გუნდური III ადგილი დაიკავა. ლიპარტელიანმა დიუსელდორფში გამარჯვებით 200 ქულა გამოიმუშავა და ახალ რეიტინგ-სიაშიც (მანმადე 12-ე იყო) სავარაუდოდ ოთხი საფეხურით დაწინაურდება.
საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ჩეხეთში გადაინაცვლებენ და 25-26 თებერვალს პრაღაში დაგეგმილ მსოფლიო თასზე მოსინჯავენ ძალებს.






