სპორტული მედიის საყურადღებოდ!
19 ივნისი 2017
21 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია.
სეოკ-ის ხელმძღვანელებთან ერთად, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.