მედიის საყურადღებოდ!

20 ივლისი 2017

 

 

21  ივლისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (თბილისი, მაჩაბლის 11) გაიმართება ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიალი.

 ამასთან ერთად, სეოკ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან გამოგზავნილ ვერცხლის მედალს ოფიციალურად გადასცემს გიორგი გოგშელიძეს (საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი გოგშელიძემ პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშებზე 96 კგ წონაში ბრინჯაოს მედალი მიიღო. შარშან ჩატარებული განმეორებითი დოპინგტესტების შედეგების გათვალისწინებით, სოკ-მა ვერცხლის მედალი ჩამოართვა ფინალში გასულ ყაზახ სპორტსმენს თაიმურაზ თიგიევს  და მიაკუთვნა ქართველ მოჭიდავეს).