ქართულ-რუსული ოქროს ფასი: 2 მილიონი და 100 ათასი

16 მარტი 2012

რუსეთის მთავრობამ ის პრემიალური თანხა დაასახელა, რომელსაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს გადასცემს.

ეს ამბავი ჩვენთვის დიდად საინტერესო არც იქნებოდა, რომ არა ერთი თვალსაჩინო სხვაობა: მაშინ, როცა რუსები თავიანთ ათლეტებს თითო ოქროს მედლისთვის 100 ათასს ევროს დაჰპირდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონს 2 მილიონი ლარით დაასაჩუქრებს! შედარებისთვის ისიც ვთქვათ, რომ წინა, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს ირაკლი ცირეკიძეს, რევაზ მინდორაშვილსა და მანუჩარ კვირკველიას მილიონ-მილიონი გადასცა, რუსებმა კი თავიანთი წარჩინებული სპორტსმენებისთვის პეკინის შემდეგ 100 ათასი გაიმეტეს.