ბულგარეთის ოლიმპიური იმედი კრივში „დონკრატით“ სცემეს
21 მარტი 2012
ბულგარეთის მრავალგზის ჩემპიონი კრივში 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევგენი ბორისოვი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ოლიმპიურ იმედად მიიჩნევდნენ და ლონდონის ოლიმპიადაზეც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ ნისლიან ალბიონზე ჩხუბს ვეღარ შესძლებს. ქალაქ ბობოვ-დოლში ბულგარელმა მოკრივემ ქუჩურ გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, რასაც ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა - შედეგად კი ბორისოვი მარჯვენა ხელის ტრამვით, მაჯის მოტეხილობითა და ტვინის შერყევის დიაგნოზით იქნა ჰოსპიტალიზირებული.
პოლიციის განმარტებით აყალ-მაყალში 14 კაცი მონაწილეობდა, ყველაფერი კი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
„ისინი ხუთნი იყვნენ ჩემს წინააღმდეგ. თავდაპირველად დიდი ფილა მომხვდა, შემდეგ კი „დონკრატიც" ჩამარტყეს. ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ძალზედ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ. ამით ხომ ჩემს ოლიმპიურ ოცნებას წერტილი დაესვა" - აღნიშნა 23 წლის სპორტსმენმა.
ევგენი ბორისოვი მალე პოლონეთსა და თურქეთში უნდა გამგზავრებულიყო საწვრთნელ შეკრებაზე. ნიშანდობლივია, რომ ბულგარეთის ნაკრები 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კრივში უმედლოდ დარჩა, ხოლო ლონდონში როგორც ავღნიშნეთ სწორედ ბორისოვისა ეიმედებოდათ.






