თბილისი 2015-ის ახალი ლოგო არის და არც არის

30 მარტი 2012

ახლახანს სეოკ-ის ოფისში დასრულდა თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია, რომელსაც პროექტის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძე, სპორტული კოორდინატორი ირაკლი სამყურაშვილი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნუცი მალაშხია უძღვებოდნენ.

პრესკონფერენციის ძირითადი თემა „თბილისი 2015"-ის ახალი ლოგოს კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა იყო, თუმცა საქართველოს 12 წლამდე ჩოგბურთელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაზეც ისაუბრეს, რომელიც 31 მარტიდან 6 აპრილამდე ლიტვის ქალაქ შაულიაში გაიმართება.

რაც შეეხება ლოგოს ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ია დარახველიძე ნამუშევარი გამოცხადდა და იგი ლონდონის ოლიმპიადის ორი საგზურით დაჯილდოვდა. ასევე გამოვლინდა გამარჯვებული ფეისბუკის „ლაიქების" მიხედვითაც - ია მოსეშვილი, რომელსაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სრული ეკიპირება გადაეცა.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს მათ კონკურსის პირობებში თავიდანვე ჰქონდათ ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმადაც გამარჯვებული კი გამოვლინდებოდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად დამტკიცდება თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის ოფიციალურ ლოგოდ და საორგანიზაციო კომიტეტი კვლავ გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.