ფიფამ კლუბები დაავალდებულა
02 აპრილი 2012
როგორც სააგენტო „როიტერი" იუწყება ფიფამ კლუბები დაავალდებულა თავიანთ რიგებში მყოფ 23 წლამდე ფეხბურთელებს ხელი არ შეუშალონ მონაწილეობა მიიღონ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში. ნისლიან ალბიონზე ოლიმპიურ ტურნირში ძალებს 16 ნაკრები მოსინჯავს, რომლებსაც უფლება აქვთ ასაკობრივ ზღვარს გადაცილებული სამი მოთამაშეც დაიმატონ.
ოლიმპიური შეჯიბრი ფეხბურთში 25 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება, როდესაც ევროპული გუნდების დიდი ნაწილი საზაფხულო შეკრებებს გადიან. ამ ეტაპისთვის ლონდონში ასპარეზობის უფლება მოპოვებული აქვთ დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, გაბონის, მაროკოს, ეგვიპტის, ბრაზილიის, ურუგვაის, ახალი ზელანდიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და ბელორუსის ახალგაზრდულ ნაკრებებს.






