ახალი სიტყვა სპორტულ მედიცინაში
02 აპრილი 2012

ამ უქმეებზე თბილისში კიზენოთერაპიის თემაზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომლის მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და ფიმრა „ეს-კა-ინტექსი" იქყვნენ.
კონფერენციას ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ექეიმები დაესწრნენ, მთავარი მომხსენებელი კი იტალიელი მასიმო მარუცი იყო.
როგორც სემინარზე განმარტეს კიზენოთერაფია მკურნალობის 21-ე საუკუნის საშუალებაა და იგი მსოფლიოში ახლა ინერგება. იგი სწრაფი და ეფექტური პირველადი დახმარებაა და ნელ-ნელა პოპულარულიც ხდება. ეს ახალი სამკურნალო საშუალება განსაკუთრებით მიღებულია ექსტრემალურ ვითარებებში და პრობლემასაც ეფექტურად აგვარებს. მავანს ალბათ ხშირად შეუმჩნევია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დროს ათლეტზე დაკრული მომწვანო ქსოვილი - აი სწორედ ამაზეა საუბარი.
იტალიელი ექსპერტი ქართველი სპორტული მედიცინის წარმომადგენლებს ამ ახალი სამკურნალო საშულების დადებით მხარეებსა და მისი გამოყენების მეთოდებზე ესაუბრა, ასევე ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობებიც.
ნიშანდობლივია, რომ ეს სიახლე საქართველოშიც მყარად იკიდებს ფეხს და ოლიმპიურ თამაშებზეც იქნება გამოყენებული, რადგან ფირმა „სიქსტუსთან" ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.