ბუენოს-აირესის ლიცენზია საქართველოსთვის

მოსკოვში გაიმართა გრან-პრი მხატვრულ ტანარჯიშში, რომელიც იყო საკვალიფიკაციო ტურნირი ბუენოს-აირესში (არგენტინა) წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოსაპოვებლად.
ტურნირში მონაწილოება მიიღეს მხოლოდ 2003 წელს დაბადებულმა ტანმოვარჯიშეებმა. სულ იასპარეზა 33 ქვეყნის 56 ტანმოვარჯიშემ და მხოლოდ 18-მა საუკეთესო ტანმოვარჯიშემ შეეძლო ლიცენზიის მოპოვება თავისი ქვეყნისთვის. ეს ლიცენზია არ არის სახელობითი და მხოლოდ ერთი ლიცენზიის მოპოვება შეეძლო ქვეყანას.
გრან-პრიზე მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმაც _ ქეთევან არბოლიშვილმა და ანა ჭყოიძემ. ქეთევან არბოლიშვილმა 50,300 ქულით დაიკავა მე-20 ადგილი და ამით მოუპოვა საქართველოს ბუენოს-აირესის ლიცენზია.
ვულოცავთ ქეთევანს ამ წარმატებას, ასევე მის პირად მწვრთნელს ქ-ნ ბელა კობალაძეს და ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ქ-ნ ელისო ბედოშვილს.
http://uggf.ge