რაულ ცირეკიძის ევროპული ოქრო
14 აპრილი 2012
თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველმა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ (85 კგ) ყველას აჯობა და მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა.
ატაცისა და აკვრის ჯამში ცირეკიძემ 365 კილოგრამი დააგროვა და ჩემპიონის ტიტულიც სამართლიანად დაიმსახურა. დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ მიიღო. ცირეკიძის გარდა მწვრთნელებს კონტინენტის პირველობაზე ალუდა მანაგაძე და ირაკლი თურმანიძე ჰყავთ წაყვანილი, რომლებიც ანთალიურ ფიცარნაგზე ძალებს დღეს მოსინჯავენ.






